სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ნავპაკტის მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი მიიღო.
საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმადიდებლურ სამყაროში განვითარებულ მოვლენებს, ასევე სულიერი ცხოვრების არსებით საკითხებს, მათ შორის განათლების აუცილებლობას და ასკეტური მოღვაწეობის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში.
აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი იეროთეოსი ავტორია 100-ზე მეტი წიგნისა და საქართველოში მესამედ იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.