ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ნუგზარ წურწუმიას გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
საზეიმო ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე, ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნუგზარ წურწუმიას ასპარეზობის ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება გაიმართა.
ხობელ მსოფლიო ჩემპიონს და მის მწვრთნელებს (მამუკა ყორშია, სურაჯი გვასალია, ბაკურ ბუკია) ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირად ანგარიშზე ფულადი ჯილდო ჩაერიცხებათ. ნუგზარ წურწუმიამ ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მასპინძელი ხორლან ზაკანშა 9:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ხობელი ფალავანი ასევე, 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.