ნინო ლომჯარია: „იმ ფონზე, როცა პრემიერ მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა, ხოლო გენერალურ პროკურორს მოსამართლეობა სურს, ჩნდება განცდა, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმის გამოძიება ობიექტური არ იქნება“
19-09-2019, 17:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნა, ხოლო გენერალურ პროკურორს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს, ჩნდება განცდა, რომ პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებისას ობიექტური არ იქნება.

 

 

„მთხოვეთ, შემეფასებინა პრემიერად ბატონი გიორგი გახარიას დანიშვნა. რა თქმა უნდა, მე პოლიტიკურ შეფასებებში არ შევალ, თუმცა 20-21 ივნისის მოვლენების გათვალისწინებით ვიტყვი, რომ დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც შს მინისტრი, რომლის ყოფილი თანამშრომლების მიერ ჩადენილი სავარაუდო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს პროკურატურა სწავლობს, დღეს პრემიერ მინისტრია. პროკურატურა იკვლევს, სავარაუდოდ, როგორც შსს-ს მაღალი თანამდებობის პირების, ასევე რიგითების როლს უფლებამოსილების გადამეტების მიმართულებით. მეორე მხრივ, გვყავს გენერალური პროკურორი, რომელიც მონაწილეობას იღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში. ის წარდგენილია 20-კაციან სიაში და ელოდება უმრავლესობის მხარდაჭერას, იმისათვის, რომ არჩეული იყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ. რა თქმა უნდა, ეს გარემოებები ინტერესთა კონფლიქტის განცდას მიჩენს და რა თქმა უნდა, ალბათ, უფრო მეტია რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, პროკურატურა არ იყოს ძალიან მკაცრი ან ობიექტური ამ საქმის გამოძების დროს. თუმცა, ამ ეტაპზე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაკვირდებით გამოძიებას 20-21 ივნისს პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების თაობაზე. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს და ეს არ არის უბრალოდ ფრაზა,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი