თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
მილოცვაში პრეზიდენტი ერდოღანი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და გამოთქვამს რწმენას, რომ სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ჩვენთვის მეტად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპების შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრემიერ მინისტრობის პერიოდშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული ურთიერთობები", - ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მილოცვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.