პაატა ბურჭულაძე: პრეზიდენტად არაადეკვატური ქალი დაგვინიშნეს, რომელიც საერთოდ ვერ ხვდება სად ცხოვრობს და რა არის ხალხის გულისტკივილი
20-09-2019, 00:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მგზნებარე მხარდამჭერი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტად „უცხო ქვეყნიდან ჩამობრძანებული არაადეკვატური ქალი დაგვინიშნეს“, რომელიც „საერთოდ ვერ ხვდება სად ცხოვრობს და რა არის ხალხის გულისტკივილი“.

 


„ყველა მწვავე პრობლემა, რაზეც დღეს ხმამაღლა საუბრობენ, ჩემთვის უკვე ცხადი იყო 2016-ში. საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბე, ივანიშვილის მიერ ქვეყნის ერთი კაცის კომპანიად ქცევა, საგარეო კურსი - იყო ის მთავარი საკითხები, რის გამოც ჩამოვაყალიბე მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“. მთავარი ის არის, რომ მაშინ ხალხს არ ჰქონდა ბოლომდე გაცნობიერებული ქვეყნის დეგრადაციის პროცესი. სამწუხაროდ, არც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ქუჩაში გაკრული 8 წლის წინანდელი ხელისუფლების საფრთხობელა-ბანერებით გვაშინებდნენ და უცხო ქვეყნიდან ჩამობრძანებული არაადეკვატური ქალი დაგვინიშნეს. ის საერთოდ ვერ ხვდება სად ცხოვრობს და რა არის ხალხის გულისტკივილი.

 


რატომ ვიგვიანებთ მუდმივად? რატომ ველოდებით სანამ ბოლომდე არ გაფუჭდება საქმე? მაინცდამაინც სახელმწიფოებრიობა უნდა დავკარგოთ, რომ მივხვდეთ ვის ხელში ვართ ჩავარდნილი?“ - აცხადებს ბურჭულაძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი