არასრულწლოვანთა მე-11 სარეაბილიტაციო დაწესებულება შესაძლოა, დაიხუროს და არასრულწლოვნებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას
20-09-2019, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პენიტენციური სისტემის მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა მე-11  სარეაბილიტაციო დაწესებულების დახურვას აპირებს.

 

 

მისი თქმით, დაწესებულება მეტ-ნაკლებად წარმატებულია, თუმცა სურვილია, სისტემა წავიდეს იმისკენ, რომ ბავშვები, რომლებიც ოცნებობენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან თუნდაც ჰარვარდში სწავლაზე, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, რომლებსაც საპირისპირო ოცნება აქვთ. 

 

 

„ჩვენ ვფიქრობთ, დავხუროთ N11, არასრულწლოვანთა დაწესებულება, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებულია. მასში 25 ბავშვია. გვინდა, წავიდეთ იმ სისტემისკენ, სადაც ბავშვები, რომლებსაც მოუვიდათ შეცდომა ცხოვრების გზაზე, მაგრამ ოცნებობენ, ისწავლონ თსუ-ში, თუნდაც ჰარვარდში, არ იხდიდნენ სასჯელს მათთან ერთად, ვისაც საპირისპირო ოცნებები აქვს და სხვა სამყაროში ხედავს საკუთარ კარიერას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა არასრულწლოვანი პატიმრების სეგმენტში ჩვენ შეძვლოთ ორგანიზებულ დაშაულთან წარმატებით ბრძოლა“, – განაცხადა წულუკიანმა. 

 

 

წულუკიანის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ ბავშვებისთვის მიკრო ციხეები შეიქმნას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი