ბორტ ნომერ ერთზე ასვლისას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კოსტუმი ქარმა აუფრიალა და შარვლის უკანა ჯიბეში 20-დოლარიანი ბანკნოტები გამოუჩნდა. „როიტერსის“ ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სურათი ინტერნეტში დიდი სისწრაფით გავრცელდა.
კალიფორნიიდან ვაშინგტონისკენ მიმავალ პრეზიდენტს თვითმფრინავში ჰკითხეს ფოტოსა და იმის შესახებ, ატარებს თუ არა ნაღდ ფულს ჯიბით. „დიახ, დიახ, თან დამაქვს-ხოლმე“, განაცხადა ტრამპმა და თავისი შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან დასტა ნაღდი ფული ამოიღო და პრესას დაანახა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იგი საფულეს არ იყენებს.
„მე არ ვატარებ საფულეს, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ მიწევდა საკრედიტო ბარათის გამოყენება. მე ნამდვილად მომწონს სასტუმროში მოსამსახურე პერსონალისთვის ფულის საჩუქრად დატოვება. გეტყვით, რომ შესაძლოა პრეზიდენტისთის ეს დასაშვები არ იყოს, მაგრამ მე მომწონს სასტუმროში და სხვაგან ფულის დატოვება“, თქვა ტრამპმა, რომელიც აღფრთოვანებული ჩანდა იმით, რომ ფოტოგრაფმა მომენტის დაჭერა შეძლო. „ყმაწვილო, ეს კარგი სურათია. მსურს მქონდეს ეს ფოტო“, განაცხადა ტრამპმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.