„სირცხვილია“ არ არის პოლიტიკური პარტია, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებამდე მოძრაობა "სირცხვილია", კანონის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ დამარცხებას ეცდება.
„გახარიას გადადგომის საკითხი უკვე აღარ არის აქტუალური, მისი გადადგომა იქნებოდა კარგი გამოსავალი „ქართული ოცნებისთვის“, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც ბვრჯერ გავაფრთხილეთ, ვთხოვეთ, რომ გადაეყენებინა და დავპირდით, რომ დავიხურავდით თავზე ქუდს და წავიდოდით სახლებში, მან დაკარგა ეს შანსი.
მთელი ეს ერთი წელი ჩვენ ვეცდებით კანონის ფარგლებში დავარტყათ „ქართულ ოცნებას“, ყველამ ვიცით, თუ როგორი ფართოდ გახელილი თვალებით გვიყურებენ, რომ რაიმე სადმე დავაშავოთ“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.