საბურთალოს რაიონში, ნიკო ბურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე გრუნტის გზა არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების თვალსაზრისით, პრობლემები ექმნებოდა.
პროექტის ფარგლებში, ნიკო ბურის ქუჩაზე ბორდიური და 500 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო. ამ ეტაპზე კი, 3 767 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
გამგებლის თქმით, კერძო დასახლებებში საკმაოდ ბევრი ქუჩაა, სადაც მოსახლეობას გადაადგილება გრუნტის გზით უწევს.
„მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ვიმუშავეთ და რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოვუგვარეთ. ნიკო ბურის ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით სარგებლობას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 676 720 ლარი გამოიყო. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ აწარმოებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.