წყალტუბოში, ორგანიზაცია "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლისა" და ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ორდღიანი სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. სამედიცინო შემოწმების აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნათია ჩაკვეტაძე შეხვდნენ.
"მოსახლეობის ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი პროგრამები და პროექტები ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბოში მიმდინარეობს უფასო სამედიცინო შემოწმების აქცია, ქვეყნის წამაყვანი კლინიკების პროფესიონალი მედიკოსები პაციენტებს უწევენ კონსულტაციებს და საჭიროების შემთხვევაში ატარებენ სხვადასხვა სახის კვლევებს, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილებისთვის, მადლობა აქციის ორგანიზატორებს თანადგომისა და დახმარებისთვის" , - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, დიაგნოსტიკურ კვლევებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, სამედიცინო ცენტრის „ვივამედის“, ისრაელ-საქართველოს ერთობლივი კლინიკის „გიდმედის“, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის, წამყვანი ექიმები უტარებენ.
აქცია დღეს დაიწყო და 21 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზაცია "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის" პრეზიდენტის ქეთი ბარათელის განცხადებით, ეს რიგით 135-ე საქველმოქმედო აქციაა, რომელის მიზანია სწორი დიაგნოსტირება და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. პაციენტებს სხვადასხვა პროფილის ექიმები იღებენ და რჩევა დარიგებებს აძლევენ.
მსგავსი აქციები მოიცავს ყველა რეგიონსა და საზღვრისპირა სოფლებს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გამოკვლევები ჩაიტარეს და მედიკოსთა კონსულტაციები მიიღეს როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლებმა. სამედიცინო აქციის გამართვა საქართველოს პარლამენტის, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხადაჭერით გახდა შესაძლებელი. სამედიცინო აქციის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის მერს მხარდაჭერისათვის და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.