აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიდერებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონული და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა სურვილი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა გაღრმავდეს.
პირისპირ შეხვედრისას, მარგველაშვილი და ილჰამ ალიევი პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
"ზაგულბას" სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. მხარეებმა ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სარტანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენს.
შეხვედრის დასრულებისთანავე საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
გიორგი მარგველაშვილი დღესვე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.