რომან გოცირიძე ლარის გაუფასურებაზე: დღევანდელი რეაქცია არის პანიკური რეაქცია
24-08-2015, 09:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის შეფასებით ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება საგარეო შოკებისადმი სწრაფი და არაადეკვატური რეაგირების შედეგია.


„დღევანდელი რეაქცია არის პანიკური რეაქცია. საქართველოს ეკონომიკა არ არის მსოფლიოში ისე ინტეგრირებული, რომ მსოფლიო სავალუტო და საფონდო ბაზრებზე რყევებმა იმავე დღეს მოახდინოს გავლენა, გადაცემის მექანიზმი არის საკმაოდ ხანგრძლივი. დღეს ეს არის უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორი და ამ საგარეო შოკებისადმი სწრაფი და ვიტყოდი არაადეკვატური რეაგირება,“- განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციისთვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა და ეროვნულ ბანკს არცერთი ნაბიჯით არ დაეხმარა.


„მთავრობამ ხელი არ გაანძრია, არავითარი ცვლილება არ გააკეთა თავის ეკონომიკურ პოლიტიკაში , ვგულისხმობ ბიუჯეტს, რომლის შესამცირებლადაც მთავრობამ ერთი ნაბიჯიც არ გადადგა ეროვნული ბანკის მხარდასაჭერად რათა ლარის სტაბილურობა მომხდარიყო,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი