საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციის დღე უქმე დღედ გამოცხადდეს, – ამის შესახებ მან ავლაბრის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნის საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კონსტიტუციის უქმე დღედ გამოცხადება კიდევ უფრო ხაზს გაუსვამს თითოეული მოქალაქის კუთვნილებას ამ დოკუმენტის მიმართ.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენთაგანი, სწორედაც, რომ კონსტიტუციის პოპულარიზაციის მიზნით, მისი საერთო-სახალხო დოკუმენტად გახდომის მიზნით, ამ საქმიანობაში აქტიურად ჩაებმება”,– აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.