ხობის მუნიციპალიტეტში ლოკოკინას ფერმა ფუნქციონირებს
21-09-2019, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა ,,ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, "ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

 

 

ფერმის ასაშენებლად 1 410 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით მიიღო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიაშვილმა, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ოთარ შამუგიამ ლოკოკინების ფერმა დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ. ფერმა წელიწადში საშუალოდ 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს.

 

 

პროდუქცია ექსპორტზე გადის, ძირითადად იტალიაში. იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გატანაც. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც სამეგრელოს რეგიონში 25 ახალი საწარმო ფუნქციონირებს. სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს ,,ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას.

 

კომენტარები: 2
#2   Jewell
      
I believe that is among the most significant information for me.
And i'm glad reading your article. But should observation on few common issues, The website style is wonderful, the articles is in point of fact excellent :
D. Excellent process, cheers

Stop by my blog post - Renee
8 ნოემბერი 2021 20:24
#1   მარიამ ხომასურიძე
      
მივესალმები თქვენს ინიციატივას. მაქვს სოფელი მიწის ნაკვეთები მაგრამ ვეძებ უფრო პერსპექტულ საქმიანობას. მირჩიეთ როგორ გავაშენო ასეთი ფერმა. ჩემი ტელეფონია 577091207.
28 იანვარი 2020 01:11
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი