გიორგი მარგველაშვილი: ცრუ არის შეხედულება, რომ კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის და პოლიტიკოსებისთვის არის შექმნილი
25-08-2015, 00:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა, შევქმნათ და გავაძლიეროთ თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო და მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ იმ ღირეულებების  ირგვლივ, რაც ლაკონურადაა ჩაწერილი ჩვენს უმთავრეს სამართლებრივ დოკუმენტში, კონსტიტუციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.


როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ცრუ არის შეხედულება რომ კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის და მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის არის შექმნილი.
მისი თქმით, კონსტიტუცია ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვისაა და დოკუმენტში ჩაწერილი თანასწორობა ადამიანებისა ის მთავარი სულისკვეთებაა, რომლის გარშემოც უნდა გაერთიანდეს ერი.


“დღეს ჩვენს წინაშე დგას ამოცანა – შევქმნათ და გავაძლიეროთ თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო და ამ ამოცანის განხორციელების გზაზე უმნიშვნელოვანესი ისევ ის არის, რომ მთელი საზოგადოება გავერთიანდეთ ღირეულებების ირგვლივ, იმ ღირებულებების ირგვლივ რაც ახლა ყველაზე უფრო მოხდენილად, ლაკონურად ჩაწერილი არის ჩვენს უმთავრეს სამართლებრივ დოკუმენტში – კონსტიტუციაში. ამ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება აძლევს ძალას თითოეულ მოქალაქეს არა მხოლოდ დაიცვას თავისი უფლებები, არამედ იყოს თანამონაწილე ჩვენი ქვეყნის გაძლიერების. ცრუ არის შეხედულება თუ ჩვენ ვიფიქრებთ, რომ კონსტიტუცია მხოლოდ იურისტებისთვის და მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის არის შექმნილი. კონსტიტუცია შექმნილია თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ამ დოკუმენტის სულისკვეთებით, იმ სულისკვეთებით, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში და რომელიც ნათლად განსაზღვრავს, რომ თითოეული ჩვენთაგანი იბადება თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქედ და განურჩევლად სტატუსისა, ყველანი თანაბარი ვართ კანონის წინაშე. ამ სულისკვეთების ყოველდღიურობაში განხორციელებით, ჩვენ ვქმნით თანამედროვე საქართველოს. ამით ვთანამონაწილეობთ იმ ერთიანობის შექმნაში, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენ ქვეყანას და ჩვენს ერს. ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიზანია კონსტიტუცია გახდეს საერთო სახალხო დოკუმენტი, რომ ჩვენ კონსტიტუციაზე ვკამათობდეთ, ჩვენ დებატებში კონსტიტუციას დავიმოწმებდეთ, ჩვენ ვფიქრობდეთ კონსტიტუციაზე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.


პრეზიდენტის თქმით, 20 წლის წინ ქართულმა საზოაგდოებამ ღვთისა და ერის წინაშე და მთელი კაცობრიობის წინაშე მტკიცედ დაადგინა თავისი ნება აეშენებინა დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, სამართლებრივი, სოციალური და მშვიდობიანი სახელმწიფო.


“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უმნიშვნელოვანეს თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ღვთისა და ერის წინაშე და მთელი კაცობრიობის წინაშე მტკიცედ დაადგინა თავისი ნება აეშენებინა დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დამყარებული, სამართლებრივი, სოციალური და მშვიდობიანი სახელმწიფო. დღევანდელ დღეს, 20 წლის წინ, პატივცემულმა პარლამენტის წევრებმა, რომლებმაც მიიღეს კონსტიტუცია კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქრთველოს, როგორც სახელმწიფოს ჩაწერაში იმ ცივილიზებულ ერთა შორის, რომლებიც ცხოვრობენ და ავითარებენ სამართლებრივ სახელმწიფოს. ეს იყო ისტორიული დღე და ამ ისტორიული დღის შემდეგ ჩვენი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განვითარება სწორედ ამ ჭრილში და ამ ჩარჩო დოკუმენტის ირგვლივ ვითარდებოდა”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი