გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად ჩაატაროს და ივანიშვილს დაგეგმილი აქვს 300 მილიონი დოლარის დახარჯვა ამ არჩევნებზე
22-09-2019, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართულ ოცნებას“ უნდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად ჩაატაროს - ბევრი ფული, ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება, ნეგატიური კამპანია, - აცხადებს გაზეთ „ვერსია“-სთან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაგეგმილი აქვს 300 მილიონი დოლარის დახარჯვა ამ არჩევნებზე.

 


„ქართულმა ოცნებამ“, გახარიას დანიშვნით, პრაქტიკულად, არჩევნებისთვის მზადება დაიწყო და უნდა, რომ ეს არჩევნებიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მსგავსად ჩაატაროს - ბევრი ფული, ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება, ნეგატიური კამპანია, სიძულვილის ენა გამოიყენოს და ოპოზიცია ისე წარმოაჩინოს, როგორც ნეგატიური მხარე. ამით ადამიანებს მიეცეს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტიაა, რომ დასავლეთის ნდობა, პრაქტიკულად, დაკარგა ბიძინა ივანიშვილმა და შესაბამისად, საგარეო თვალსაზრისით, საყრდენს ეძებს ჩრდილოეთში, უფრო მეტად, რუსეთში. ამაზე ექსპერტები საუბრობენ და სიმპტომური იყო „დოიჩე ველე“-ს ჰედლაინი - „მოსკოვის კაცი პრემიერად“, რაც მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ძალიან არ მესიამოვნა, რადგან აქ შეიძლება, ბევრი ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, მაგრამ მინდა, ევროპასა და აშშ-ში ჩემს სამშობლოზე ნაკლები ნეგატივი წავიდეს. როგორც ვიცი, ივანიშვილს დაგეგმილი აქვს 300 მილიონი დოლარის დახარჯვა ამ არჩევნებზე, აქედან ნახევარს, ჩემი ინფორმაციით, ამოიღებენ ბიზნეს-სექტორიდან, ამიტომაც გააძლიერეს წნეხი ბიზნეს-სექტორზე. მეორე 150 მილიონს, ალბათ, თვითონ დადებს, რომ ხმები იყიდოს და ყველა მექანიზმი გამოყენოს, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კანონი არ არსებობს“, აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი