ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულ რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და აცხადებს, რომ „ეს პიროვნება იურიდიულად არის გატაცებული და მძევალი“.
ანგარიშის გასასწორებლად, ივანიშვილის კერძო იუსტიციამ ისე გადასცა ჩეჩენი რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციას, რომ ამ ოკუპანტ ქვეყანასთან არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობაა შეწყვეტილი, არამედ სამართლებლივი ურთიერთდახმარების ხელშეკრულებაც არ მოქმედებს ჩვენს შორის. ამდენად ეს პიროვნება იურიდიულად არის გატაცებული და მძევალი. რაც შეეხება მოსკოვის ვალდებულებას, რომ პატიმარს თვალის ჩინივით მოუფრთხილდებიან, ეს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცინიკური ანეკდოტია და გავს კობრის კუდით შესრულებულ ხელმოწერას, დაგესვლისას მომაკვდინებელი შხამის არ გამოყენებაზე“, აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.