შევარდნაძესთან დაახლოებული დემურ დვალიშვილის თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე, გამქრალი საბჭოთა ანაბრები, გაუფასურებული კუპონი, ერთი მუჭა ადამიანების უზარმაზარი ქონება - „გირჩი“ ეროვნული ბანკის საცავში დაცული ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს
22-09-2019, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს ეროვნული ბანკის საცავში დაცული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, დემურ დვალიშვილის ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას, სადაც, ასევე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის ინფორმაციით, დეტალურად არის აღრიცხული ვისზე და რა ოდენობებით ხდებოდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მითითებით სესხების გაცემა.

 


იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ დემურ დვალიშვილის პრეზიდენტობას ემთხვევა საბჭოთა ანაბრების გაუფასურების პერიოდი და დვალიშვილის ჩანაწერები „შესაძლოა შეიცავდეს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ა) როგორ მოხდა კუპონის გაუფასურებით ქვეყნის მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა, ბ) როგორ მოახერხა ერთი მუჭა ადამიანების ჯგუფმა ვითომ სამართლიანი პრივატიზაციის გზით უზარმაზარი ქონების ხელში ჩაგდება, და გ) როგორ და სად გაქრა აქ მცხოვრები ადამიანების მიერ წლების განმავლობაში საბჭოთა ანაბრების სახით ნაკეთები დანაზოგი“.

 

 

„გაცნობებთ, რომ ჩემი საავტორო გადაცემა „პროცესის“ 31 აგვისტოს გამოშვებაში საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელმა წევრმა და საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბ-მა რომან გოცირიძემ, განაცხადა შემდეგი:

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის საცავში ინახება ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნი დემურ დვალიშვილის, ჩანაწერები, სადაც დეტალურად არის აღრიცხული ვისზე და რა ოდენობებით ხდებოდა მაშინდელი პრეზიდენტის, ბ-ნი ედუარდ შევარდნაძის, მითითებით სესხების გაცემა“.

 


ბ-ნი რომანის განცხადებით მას ნანახი აქვს ეს ჩანაწერები, როდესაც ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო და მათი შენახვა ბანკის სპეციალურ საცავში მოხდა სწორედ მისი მითითებით.

 


მსურს შეგახსენოთ შემდეგი გარემოებები:

 


ბ-ნი დემურ დვალიშვილი იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან დაახლოებული პირი. იგი იკავებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას და შესაბამისად პასუხისმგებელი იყო ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე 1992 წლის ნოემბრიდან 1993 წლის ნოემბრამდე;

 

 

1993 წლის 5 აპრილს მოხდა კუპონის გამოშვება, ხოლო 1993 წლის 20 აგვისტოდან კუპონი გამოცხადდა ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მასშტაბით. კუპონის ჰიპერინფლაციამ პრაქტიკულად ღატაკად აქცია საქართველოს მოსახლეობა;

 

 

1992 წელს საქართველოში დაიწყო პირველი პრივატიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც საბჭოთა საქართველოს საკუთრებაში არსებული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა ერთეული კორუმპირებული ადამიანების ხელში. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ აქტივების ხელში ჩაგდება ხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის მითითებით ერ. ბანკიდან გატანილი სესხებით, რომელთა დიდი ნაწილის უკან დაბრუნება არ მომხდარა ან მოხდა იგივე ერ. ბანკის მიერ ინფლირებული და გაუფასურებული კუპონებით;

 

 

ბ-ნი დემურ დვალიშვილის პრეზიდენტობას ემთხვევა საბჭოთა ანაბრების გაუფასურების პერიოდი. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 მარტის განკარგულების საფუძველზე შექმნილი საბჭოთა ანაბრების გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი კომისიის ანგარიშით, რომელიც ინახება კომისიის თავმჯდომარის, ბ-ნი ელგუჯა მექვაბიშვილის, პირად არქივში, საბჭოთა ანაბრების გაუფასურება დაკავშირებულია 90-იანი წლების პირველ ნახევარში განვითარებულ ჰიპერინფლაციურ პროცესებთან. ხოლო, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2004 წლის 15 ნოემბრის #34 დადგენილებით 1992-1993 წლებში შექმნილი საქართველოს მოქალაქეების ანაბრების გაუფასურების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო მომხსენებელთა ჯგუფის მიერ შედგენილი დასკვნით - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და, ამავე დროს, მთავარი მიზეზი ანაბრების გაუფასურებისა იყო საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადსაკრედიტო პოლიტიკა;

 


ბ-მა დემურ დვალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 1994 წლის 9 სექტემბერს.

 


აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის საცავში არსებული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნი დვალიშვილის, ჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ ა) როგორ მოხდა კუპონის გაუფასურებით ქვეყნის მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვა, ბ) როგორ მოახერხა ერთი მუჭა ადამიანების ჯგუფმა ვითომ სამართლიანი პრივატიზაციის გზით უზარმაზარი ქონების ხელში ჩაგდება, და გ) როგორ და სად გაქრა აქ მცხოვრები ადამიანების მიერ წლების განმავლობაში საბჭოთა ანაბრების სახით ნაკეთები დანაზოგი.

 


პოლიტიკური გაერთიანება გირჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, სრულად ფლობდნენ ინფორმაციას ზემოთაღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებმაც რუსეთის სამხედრო აგრესიასთან და თბილისის სამოქალაქო ომთან ერთად 90-იანი წლების დასაწყისში პრაქტიკულად გაანადგურა ეს ქვეყანა.

 


მეტიც, ჩვენი ვარაუდით ასეთი მნიშვნელობის ჩანაწერების გასაჯაროების ნაბიჯი არ გადადგა არც ერთმა ხელისუფლებამ, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში უსამართლოდ გამდიდრებული ადამიანები, ერთის მხრივ, ყოველთვის სარგებლობდნენ და დღემდე სარგებლობენ ხელისუფლებებთან სიახლოვით, მეორეს მხრივ, წარმოადგენდნენ და დღესაც წარმოადგენენ ამ ხელისუფლებებისთვის ძალაუფლების მოპოვებისა და შემდეგ შენარჩუნების ფინანსურ საყრდენს.

 


„გირჩი“ ითხოვს ეროვნული ბანკის საცავში დაცული ზემოთაღნიშნული ჩანაწერების სრულად გასაჯაროებას! დროა ამ ქვეყნის მოქალაქეებმა გაიგონ სიმართლე!“, ნათქვამია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებაში.

 

კომენტარები: 218
#218   Winnie
      
References:


Play pokies with payid australian pokies that accept payid
29 ოქტომბერი 2026 16:27
#217   Esperanza
      
References:


BPay deposit casino Australia https://hedgedoc.uni-ak.ac.at/
29 ოქტომბერი 2026 04:26
#216   Alvin
      
References:


Australian wire transfer casinos http://www.gophotos.cn/space-uid-335385.html
28 ოქტომბერი 2026 10:05
#215   Kit
      
References:


How to deposit with neosurf at online casinos https://www.1v34.com/space-uid-1851686.html
27 ოქტომბერი 2026 15:07
#214   Wendell
      
References:


Top 10 bpay pokies australia app.wedonthavetime.org
27 ოქტომბერი 2026 05:59
#213   Grazyna
      
References:


Payid pokies real money progressive jackpot payid pokies
24 ოქტომბერი 2026 07:00
#212   Edna
      
References:


Wire transfer online gambling australia http://halcom.cn/
23 ოქტომბერი 2026 09:33
#211   Aida
      
References:


Wire transfer casino fees australia https://docs.monadical.com
23 ოქტომბერი 2026 02:30
#210   Dina
      
References:


Fast payout wire transfer casino australia wire transfer online casino sites Australia
23 ოქტომბერი 2026 00:58
#209   Pearlene
      
References:


Neosurf top up casino australia neosurf casino
australian dollars
22 ოქტომბერი 2026 18:33
#208   Michell
      
22 ოქტომბერი 2026 14:02
#207   Velva
      
References:


BPay pokies list halcom.cn
18 ოქტომბერი 2026 17:30
#206   Mai
      
References:


BPay casino bonus Australia https://onlinevetjobs.com/author/basepepper25/
18 ოქტომბერი 2026 14:01
#205   Cory
      
References:


New apple pay casino uk https://lslv168.com
16 ოქტომბერი 2026 02:27
#204   Zara
      
References:


Paysafecard slot sites https://hedgedoc.uni-ak.ac.at/
16 ოქტომბერი 2026 01:50
#203   Rosario
      
References:


Low deposit casino paysafecard https://www.24propertyinspain.com/user/profile/1545101
16 ოქტომბერი 2026 01:15
#202   Isabelle
      
References:


MiFinity casinos accepting Australian dollars MiFinity live dealer casino
14 ოქტომბერი 2026 21:14
#201   Dominique
      
References:


Best online pokies that accept bpay https://md.interhacker.space
14 ოქტომბერი 2026 10:29
#200   Pansy
      
References:


Play pokies with wire transfer australia wire
transfer casino Android Australia
14 ოქტომბერი 2026 07:53
#199   Riley
      
References:


Australian neosurf casinos neosurf $20
deposit casino australia
14 ოქტომბერი 2026 03:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 11წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი