პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით იწყება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.
როგორც მან განმარტა, კითხვა-პასუხისთვის გამოყოფილი დრო ძალიან ცოტაა.
„ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით. მე არ ვიცი, ოხანაშვილმა წინასწარ ვისთან რა კონსულტაციები გაიარა, მაგრამ როდესაც ასეთ არადემოკრატიულ პროცედურას იღებ კომიტეტზე და 20 წუთს აძლევ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ეს ნიშნავს, რომ თუ ხუთი ადამიანი ისარგებლებს კითხვის დასმით 4-4 წუთიც არ გამოდის კითხვა-პასუხისთვის. სრულიად არასერიოზული მიდგომაა. მაშინ აიღოს და პირდაპირ გამოუცხადოს ნდობა, თუ არ სჭირდება ეს პროცედურა და არ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი. ამ დროს საზოგადოებაში ყველამ უნდა დაინახოს ვის ვირჩევთ, ვინ არიან ეს ადამიანები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.