გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს შეხვდა და რთველის მიმდინარეობისა და ყურძნის გადამუშავების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნო
23-09-2019, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთის რეგიონში, რთველი უკვე პიკურ ფაზაშია და 22 სექტემბრის მონაცემებით, დაახლოებით 110 ათასი ტონა ყურძენი ინდუსტრიულად უკვე გადამუშავებულია. რთველის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლების მიერ ხდება საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ორგანიზებული მართვა, რათა მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და რთველმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს.


როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, რთველი აქტიურად მიმდინარეობს. სახელმწიფოს აქვს სოციალური პასუხისმგებლობა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არცერთ მევენახეეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს.


მინისტრის მოადგილე სოფელ კურდღელაურში, მეღვინე ქალებს შეხვდა და ღვინის წარმოების განვითარებისა და საექსპორტო ბაზრების შესახებ მათი სამომავლო გეგმები მოისმინა. მინისტრის მოადგილემ მეღვინეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად, მეღვინე ქალები სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, რაც ახალგაზრდებისთვის მისაბაძი მაგალითია.


„სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ მცირე მარნების წარმოებული მაღალი ხარისხის ღვინოები, საერთაშორისო ბაზარზე სათანადო ადგილს იმკვიდრებს. სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მცირე მარნების და ზოგადად, აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობას“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.


მინისტრის მოადგილემ ერთ-ერთი მეღვინის, ქეთევან ალადაშვილის ვენახიც დაათვალიერა და რთველში მიიღო მონაწილეობა.


ქეთევან ალადაშვილმა, ღვინის წარმოება „Kate Wine“-ის ბრენდის ქვეშ, 2017 წელს დაიწყო. მეღვინე წლის განმავლობაში, 900 ტონამდე ღვინოს აწარმოებს. ამ ეტაპზე, ღვინის დაყენებას საფერავის, რქაწითელის, ქისის და კახური მწვანეს ჯიშების ყურძნისგან ახდენს. „Kate Wine“-ის ღვინოებმა არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო გამოფენებზე. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივი ბაზრის გარდა, პოლონეთში ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი