ოთარ კახიძე თამარ ალანიას: „ეს არის პირველი კურსის მასალა, მეგონა, ეს იცოდით“
23-09-2019, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის პირველი კურსის მასალა, მეგონა, ეს იცოდით, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ალანიას იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ, რაც ალანიამ დეპუტატის მიერ დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციონალისტი არ არის.

 

 

ოთარ კახიძემ მოსამართლეობის კანდიდატს ჰკითხა, რა განსხვავებებია ფორმალურ, აბსტრაქტულ და კონკრეტულ კონტროლს შორის, რაზეც თამარ ალანიამ მეცნიერ კელზენის სიტყვებით უპასუხა.

 


„ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვარ კონსტიტუციონალისტი, მახსენდება მეცნიერი კელზენის სიტყვები - ნორმა არ არის ჭეშმარიტება, ის უნდა იყოს ან ქმედუნარიანი ან არაქმედუნარიანი. შესაბამისად, თუ კონსტიტუცია ამასთან მიმართებაში ან რომელიმე პირი, ვინც არის სუბიექტი, ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში პრობლემას ხედავს, მას აქვს შესაძლებლობა გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში,“- განაცხადა თამარ ალანიამ.

 

 

„უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამ საკითხს ფლობს თუ არა. აქ არც კელზენია არანაირ კავშირში და არც კონსტიტუციონალიზმი ზოგადად,“- განაცხადა კახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი