დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო, რომლის ფარგლებში ორი ქვეყნის კომისიების ექსპერტები მოახდენენ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილი მონაკვეთების (მე-15, მე-16, მე-17 (სოფელ ერისიმედის ტერიტორია), მე-18, მე-20, 22-ე და 24-მონაკვეთები)) დათვალიერებასა და გეოდეზიური აზომვითი სამუშაოების ჩატარებას.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა პირველი შეხვედრა გაიმართა მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოს პერიოდში.
ექსპერტების მიერ სამუშაოების დაგეგმილია 27 სექტემბრისთვის, რომლის შემდგომ, ექსპერტთა მუშაობის შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების მომდევნო სხდომას, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში ახლო მომავალში. კომისიის ჩატარების ზუსტი თარიღი მხარეებს შორის შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.