რუმინეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამოფენა გაიხსნა
23-09-2019, 12:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ქ. ვიქტორიას ეწვია, სადაც საქართველოს საელჩოსა და რუმინეთის ქალაქ ვიქტორიას მერიის ერთობლივად ორგანიზებული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა, რომელიც ქ. ვიქტორიას კულტურის სახლში მოეწყო, მიეძღვნა გამოჩენილ ქართველ არქიტექტორ ლონგინოზ სუმბაძეს (1908-1984), რომლის მიერ დაპროექტებული N209 ტიპის ათეულობით სახლი დღესაც დგას რუმინულ ქალაქში.



გამოფენის პარალელურად, ჩატარდა ქალაქის საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც გამომსვლელებმა ქართულ-რუმინულ სამსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. სპეციალურად ამ დღისთვის ქ. ვიქტორიას ეწვივნენ ლონგინოზ სუმბაძის შვილი, არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე და არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი, ლონგინოზ სუმბაძის მოწაფე. ქალაქის საბჭოს სხდომაზე, ქალაქ ვიქტორიას განვითარებში შეტანილი წვლილისათვის, ქალაქის მერმა გეორგ კრისტიანმა, ქალაქის საბჭოსა და მაცხოვრებლების სახელით, ლონგინოზ სუმბაძე დააჯილდოვა საპატიო დიპლომით, რომელიც მის შვილს, ნოდარ სუმბაძეს გადაეცა.



დღის მეორე ნახევარში, ქ. ვიქტორიას ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში, საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა, ვიქტორიის მერმა გიორგი კრისტიანმა, დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნეს ლონგინოზ სუმბაძის მემორიალური დაფა. პარკს, სადაც მემორიალური დაფა განთავსდა, ახლო მომავალში, რუმინულ-ქართული მეგობრობის სახელი მიენიჭება.



აღსანიშნავია, რომ ლონგინოზ სუმბაძის დაპროექტებით, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა საცხოვრებელი სახლები რუსთავში, გორში, ჭიათურასა და ბიჭვინთაში. ქ. ვიქტორიაში ლონგინოზ სუმბაძის პროექტით დაწყებული მშენებლობებით, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, ფაქტიურად დაიწყო რუმინეთის ახალი ინდუსტრიული ქალაქის განაშენიანება. აღნიშნული სახლები დღესაც საკმაო პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი