DIB-ში სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კურსი დაიწყო
23-09-2019, 13:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) ტრენინგს - „სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობა“ მასპინძლობს. ოთხდღიან კურსს თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „სამშვიდობო სკოლის“ ინსტრუქტორები უძღვებიან.

 

 

კურსის განმავლობაში თავდაცვის უწყების წარმომადგენლები სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის სფეციფიკასა და მართვას, სამოქალაქო საზოგადოებასთან მოლაპარაკებების წარმოებას, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მათი გადაჭრის გზებს შეისწავლიან. სემინარზე მიღებული უნარ-ჩვევებით მონაწილეები სხვადასხვა კრიზისულ ვითარებაში სამხედრო რესურსებით სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას შეძლებენ.

 

 

სამხედრო-საქმოქალაქო თანამშრომლობის კურსი საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J3-ის ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის კოორდინაციით და თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „სამშვიდობო სკოლის“ ორგანიზებით იმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი