ევროპული ხარისხის დანერგვისა და საქართველოს განათლების სისტემაში ამ მიზნით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 22-25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.
დღეს დელეგაცია შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლებთან გამართავს, სადაც საქართველოში ზოგადი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ევროპული მოდელის დანერგვისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით, ევროპული მოდელის დანერგვა, მათ შორის „ახალი სკოლის მოდელის“ სახით საჯარო სკოლებში უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს, ინტერნაციონალიზაციის კუთხით უკვე დაწყებულია მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ევროპული ორგანიზაცია EURAXESS, ევროპის სამეცნიერო ორგანიზაცია EUROSCAIENCE და ევროპულ სამეცნიერო ფონდი ESF.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.