ფინანსთა მინისტრის მოადგილე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად სოფელ წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობას შეხვდა
23-09-2019, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად სოფელ წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, სოფლების მცხოვრებლებს სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და ადგილზე არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

 

 

აღნიშნულ სოფლებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად წყალმომარაგებით უზრუნველყოფა რჩება, რომლის მოგვარებაც 2020 წლის განმავლობაში იგეგმება.

 

 

შეხვედრებში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

 

 

2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000 - მდე ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიების მშენებლობა, სკოლების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი