ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წელს ქართული ენა პირველად იყო წარმოდგენილი
23-09-2019, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების გაერთიანების (EUNIC) ორგანიზებით გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში European Language Cocktail Bar, რომელზეც, წელს პირველად იყო წარმოდგენილი ქართული ენა.
 


ქართული ენის კუთხემ ღონისძიების სტუმრების გამორჩეული ინტერესი გამოიწვია. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ენასა და დამწერლობას, ტრადიციებსა და კულტურას, ქართული ასოებით დაეწერათ საკუთარი სახელები და ღონისძიებისათვის დამზადებულ საგანგებო „ვიზიტორის პასპორტში“ მიეღოთ საქართველოს „ვიზიტორის ბეჭედი.“


 
ღონისძიების ფარგლებში ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის კავკასიური სწავლების სპეციალისტმა ბენედეკ ჟიგმონდმა ქართული ენის გაკვეთილები ჩაატარა.
 


ღონისძიების დასასრულს მოეწყო საპრიზო ლატარეა, რომელზედაც, სხვა პრიზებთან ერთად, გათამაშდა საელჩოს მიერ შერჩეული ქართველი ხელოვანის სერგო თბილელის მინაზე შესრულებული ნახატი.


 
ღონისძიებას, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ავსტრიის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ესტონეთის, თურქეთის, იტალიის, ისრაელის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთისა, საფრანგეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის კულტურის ინსტიტუტები, 800-მდე სტუმარი დაესწრო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი