ირაკლი ღარიბაშვილი ლარის კურსთან დაკავშირებით მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ აყვნენ ემოციურ აჟიოტაჟს
25-08-2015, 01:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ადგილი აქვს აბსოლუტურად გამოკვეთილ სპეკულაციას და აჟიოტაჟს. პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომიდან მოუწოდა ბიზნესმენებს და მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს და დაეყრდნონ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინფორმაციას.


ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა განმარტებები გააკეთონ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საკუთარი რეზიუმე წარმოადგინა.


"მე მქონდა საუბარი კოლეგებთან. ასევე ვიცი, რომ თქვენც გქონდათ კომუნიკაცია ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკთან. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორი. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ აყვნენ ემოციურ აჟიოტაჟს და როგორც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, დიდი შანსია იმისა, რომ თუ ისინი აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე დაკარგავენ უფრო მეტს, ვიდრე მოიგებენ. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენს ეკონომიკაში, მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი გადავლახეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისი თქმით, 330 მილიონ დოლარზე ნაკლებია გასული ქვეყნიდან, ასევე აღმოფხვრილია დისბალანსი ექსპორტ-იმპორტს შორის და არავითარი ფუნდამენტური პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს.


"ამიტომ უნდა დავასკვნათ, რომ ეს არის აჟიოტაჟი, რომელიც უნდა მოიხსნას და ადრე თუ გვიან, მოიხსნება კიდეც. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მალე გადაივლის. ასეთია ეროვნული ბანკის ვარაუდიც, ამიტომ მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს ვუთხრა, ნუ აჰყვებიან მედიასაშუალებებს, მათ მიერ შექმნილ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან. გთხოვთ, დაეყრდნოთ ამ ინფორმაციას და არა ვიღაც გაუგებარ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან", - განმარტა პრემიერმა.


მან ასევე მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი