გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მისიის რეგიონულ მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში ფრანსუა ვიელს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის, გეოგრაფიული აღნიშვნების/ადგილწარმოშობის და დაცული ტერიტორიების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების საჭიროების საკითხს გაუსვა.
გიორგი ხანიშვილმა ფრანსუა ვიელს ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული აგრარული დარგის და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო და ყურადღება ქვეყნისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე გაამახვილა.
როგორც ფრანსუა ვიელმა აღნიშნა, საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკისთვის სანდო პარტნიორია და გამოცდილების და ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.