რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ, ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ამბროლაურის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს საჩუქრად კომპიუტერი და საკვები პროდუქტები გადასცა.
„ამბროლაურში, ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, მცირე საოჯახო ტიპის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ვესტუმრე, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობს.ძალიან ემოციური იყო მათთან შეხვედრა. ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მივულოცეთ, სიხარულით სავსე თვალებით მიგვიღეს, ვისაუბრეთ მომავლის გეგმებზე. ბედნიერი ვარ, რომ დღეს, მათი გახარება შევძელით” , - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
დეპუტატის სტუმრობას ბავშვთა სახლის აღმზრდელები გამოეხმაურნენ.
"რვა პატარას გახარებული გული, სხივჩამდგარი თვალები, იმედი, მადლიერება, სიყვარული... ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ადუღდა და აფუსფუსდა ჩვენი სახლი, სტუმარი ღვთისაათქო და გავიხარეთ ძალიან, ჩვენ ხომ მხოლოდ ნამდვილი სითბო და სიყვარული გვინდა ირგვლივმყოფელებისგან და ეს გულით მოძღვნილი საჩუქრებიც სიხარულით მივიღეთ.მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ამბროლაურის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი წინა წლებშიც განებივრებული იყო ბატონი გოჩას ქველმოქმედებით, რისთვისაც უღრმესი მადლობა ბატონო გოჩა თქვენ და თქვენს გვედში მდგომ ყველა ადამიანს.უყვარხართ პატარებს "- განაცხადა ერთ-ერთმა აღმზრდელმა, დალი მაჭანკალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.