23 სექტემბერს, ქალაქ ხობში „ევროპის სპორტის კვირეული“ (European Week of Sport – #Be Active) დაიწყო. კვირეული, ცენტრალურ პარკში, ფლეშმობით გაიხსნა და მაგიდის ჩოგბურთსა და ჭადრაკში შეჯიბრებით გაგრძელდა.
"ევროპის სპორტის კვირეული" (European Week of Sport – #Be Active) ევროკომისიის ორგანიზებით, 2015 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ხელს უწყობს სპორტული და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ევროპის მასშტაბით. “ევროპის სპორტის კვირეული“ იმართება ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სპორტული გამოცდილებისა, თუ ფიზიკური მომზადების დონისა.
კვირეულის გახსნას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. კვირეული ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.