საქართველოს მთავრობა მიესალმება მსოფლიო ბანკთან ეფექტურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში ქვეყანამ მნიშვნელოვანი დაფინანსება მიიღო, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ინფრასტრუქტურის საგრძნობლად გაუმჯობესება, ასევე - მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში და რეგიონული და მუნიციპალური განვითარების მიმართულებით. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნა და შესაბამისად, რეგიონული დატვირთვის პროექტებს უდიდესი ყურადღება ეთმობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მთავრობის ეკონომიკური რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რაც საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
საუბრისას, დადებითად შეფასდა პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების(DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.
პრემიერ მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 2019-2022 წლების პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.