კოპენჰაგენში მე-2 რეგიონული სემინარი „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელების შესახებ“ გაიმართა
23-09-2019, 18:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტომ (EEA) „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემების პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (ENI SEIS East II) პროექტის ფარგლებში, ექვსი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა) წარმომადგენლებისთვის  მორიგი ორდღიანი სემინარი „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელების შესახებ“ ჩატარდა.

 

სემინარის მიზანს, გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაზიარებისა და გავრცელების გაუმჯობესებისთვის, კომუნიკაციის მიმართულებით სხვადასხვა მეთოდისა და ტექნიკის გამოყენების გაცნობა წარმოადგენდა. სემინარი ასევე მოიცავდა სოციალური მედიის და კრიზისული სიტუაციების ეფექტიანი მართვის საკითხებს.

 

 

სემინარში  საქართველოდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის (EIEC) ინფორმაციული სისტემების ექსპერტი და ENI SEIS II პროექტის ეროვნული ასისტენტი მონაწილეობდნენ.  

 

 

აღსანიშნავია, რომ (ENI SEIS East II)  პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის ევროპული სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) მიერ და ხელს უწყობს საზოგადოებისთვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაზიარებას. პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერების მეშვეობით ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და გარემოს დაცვის მხარდაჭერა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი