გიორგი გახარიამ აშშ-ის მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა
24-09-2019, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 აშშ დოლარის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან შეხვედრისას განაცხადა, ეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

 

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

 

 

საუბარი ასევე შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებს, ისევე როგორც თანამშრომლობას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში. შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და მთავრობის ნაბიჯები, რომლებიც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და მმართველობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი