საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ალექსანდერ შალანბერგთან.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ავსტრიის წარმატებულ, მჭიდრო ურთიერთობებს, მათ შორის ავსტრიის განსაკუთრებულ მხარდაჭერას ავსტრიის განვითარების სააგენტოს სახით, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საუბარი შეეხო ბოლო განვითარებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის, ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის, მოსახლეობის გატაცების გახშირებულ ფაქტებსა და სხვა ქმედებებზე.
ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და არსებული საერთაშორისო ფორმატების ეფექტურ გამოყენებას ვითარების შემდგომი დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა და ავსტრიის მხარდაჭერა, განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრაზე ასევე კმაყოფილებით აღინიშნა ავსტრიასა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.
ავსტრიული კომპანიების საქართველოთი დაინტერესების კუთხით მხარეები მიესალმნენ ქართულ-ავსტრიული ბიზნეს ფორუმის ჩატარებას, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.