გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა კუბის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედუარდო როდრიგეს პარილასთან.
შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივ და მრვალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე და გამოხატეს დაინტერესება ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კულტურისა და განათლების სფეროზე.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კუბას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების აუცილებლობას, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის რეგულარული ფორმატების აუცილებლობას.
ქართულმა მხარემ აღნიშნა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა და ამ მხრივ ხაზი გაუსვა კუბის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა კუბას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მინისტრები შეთანხმდნენ განაგრძონ რეგულარული დიალოგი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.