პრემიერ მინისტრმა აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილა​
24-09-2019, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ  აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს ეცნობიან.

 

 

საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებს და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს.

 

 

აშშ-ის წამყვანი საინვესტიციო ფონდების პირველი პირებისგან შემდგარ დელეგაციას MizMaa Ventures​-ის თანადამფუძნებელი და გენერალური პარტნიორი იიც ეფლბაუმი ხელმძღვანელობს, რომელმაც პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს.



ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბად გარდაქმნის პოტენციალზე, რის უზრუნველსაყოფად რეგიონული მნიშვნელობის არაერთი პროექტი ხორციელდება.

 

 

შეხვედრისას, განიხილეს ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში ახალი პროექტების განხორციელების პერსპექტივა, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარებაზე.

 

 

„ჩვენ წარმოვადგენთ ინვესტიციისთვის განკუთვნილ მრავალმილიარდიან კაპიტალს და ვართ წარმატებული მეწარმეები. ჩვენი სურვილია ამ ენერგიის შემოტანა საქართველოში.

 


დარწმუნებულნი ვართ, რომ ვითანამშრომლებთ საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ეკონომიკის მინისტრთან, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციასთან საერთო წარმატების მისაღწევად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ MizMaa Ventures​-ის თანადამფუძნებელმა იიც ეფლბაუმმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი