პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს კახეთის გუბერნატორთან ერთად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის შექმნა დაავალა.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სტიქიის შედეგად კახეთის რეგიონსა და რაჭაში 1300 ოჯახს დაუზიანდა საცხოვრებელი სახლები.
გარდა შტაბის შექმნისა, მან ასევე ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ გამონახოს საჭირო სახსრები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
"ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოსახლეობას, ამ 1300 ოჯახს, ვისაც დაუზიანდა სახლი, ყველაფერი უნდა გავუკეთოთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.