გლდანის რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე გზის ფრაგმენტი ჩაინგრა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კი საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყო.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 105 გრძივ მეტრზე ბეტონის კედელი აშენდება. პროექტის ფარგლებში, იგეგმება გზიდან ეზოსთან დამაკავშირებელი რკინა-ბეტონის კიბის მოწყობა.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 376 877 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ოცნების სახლი“ ახორციელებს.
გრუნტის ჩამოშლის საფრთხის მოსახსნელად, წლის დასაწყისიდან დღემდე, გამგეობამ რაიონში ორი საყრდენი კედლის მშენებლობა უკვე დაასრულა, ბერთუბნის დასახლებაში კედლის მშენებლობა კი უახლოეს მომავალში დასრულდება.
გარდა ამისა, წელს ბერთუბნის დასახლებაში - წყაროთუბნის ქუჩის მონაკვეთზე, დრანდის, ფარსმან ქველისა და ჯაბიძის ქუჩებზე, დაახლეობით, 3 000 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელიც მოეწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.