ძალიან ბევრი დაჭერა წავა, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
მისი თქმით, ყველა დაისჯება, ვისაც ოდნავი წვლილიც კი მიუძღვის.
„სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერა წავა. სამოხელეო ნაწილიც დაწყებულია. ოდნავი ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ყველა დაისჯება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ კალანდიას საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.