თბილისში, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, ქვედა ფენებში გზის მოწყობის სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დასრულდება
25-09-2019, 12:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე, ქვედა ფენებში გზის მოწყობის სამუშაოები 15 ოქტომბრისთვის დასრულდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, მოსახლეობასთან ერთად, მიიღეს გადაწყვეტილება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის წელსვე დასრულების შესახებ. კერძოდ, სოციალურ ქსელში ჩატარდა გამოკითხვა და ვაკის რაიონის გამგებლის მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას კითხეს, თუ რას ფიქრობდნენ ისინი, პროექტის მომავალ წელს გაგრძელების შესახებ. 

 

 

„მთავრობის წინა სხდომაზე ვთქვი, რომ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა. ვკითხეთ საზოგადოებას, თუ რას ფიქრობენ პროექტის სამუშაოების მომავალ წელს გაგრძელებასთან დაკავშირებით. „ფეისბუქით“ გამოკითხულთა 90% ამბობს, რომ სამუშაოები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგებლის, ნოდარ ტურძელაძის ხელმძღვანელობით, აზრი ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხეთ. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ სამუშაოების გაგრძელების მომხრეა. ჩვენს გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, რომ ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები. ვფიქრობ, რომ სწორია სამუშაოების გაგრძელება და მოსახლეობას ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სამუშაოებს გავაგრძელებთ. ინფორმაციის სახით გეტყვით, რომ „პიქსელის“ შენობიდან არაყიშვილის ქუჩამდე ქვედა ფენებში გზა 15 ოქტომბრისთვის  მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპის სამუშაოები ხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

მისივე თქმით, გზის აღნიშნულ მონაკვეთში ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. 

 

 

„ვინც გადაადგილდება ამ ქუჩაზე, ხედავს, თუ რა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, მართლაც საშვილიშვილო საქმე კეთდება. ეს არის პროექტი, რომელმაც ათეულ წლებს უნდა გაუძლოს. ოქტომბრის ბოლოსთვის თაქთაქიშვილის ქუჩამდე, პირველ ფენაში, გზა იქნება მოწყობილი. ჩვენ სამუშაოებს გავაგრძელებთ, რათა პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. ანალოგიურად, ვაკის პარკამდე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა მთლიანად გამოიცვლება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი