აღმაშენებლის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 65 ოჯახს დააკმაყოფილებს, - განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ინტერესთა გამოხატვაში გვყავს გამარჯვებული, რომელმაც 10 177 კვ. მ მიწის ნაკვეთზე უნდა აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები და 65 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ჯამში 4400 კვ. მ ფართი გადაეცემათ დაზარალებულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3000-ზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული, რომელთა რიგითობა, ბინებით დაკმაყოფილების პროცესში, სოციალური ქულების საფუძველზე განისაზღვრება.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ამ საკითხის მოგვარებაში ჩართულ ყველა თანამშრომელს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.