ღია დიალოგის რეჟიმში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და პარლამენტის წევრი ლადო კახაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ჯიმასტაროს, ოფურჩხეთის, გუმათის, ჟონეთისა და ნამოხვანის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათგან პრიორიტეტები მოისმინეს. ადგილობრივები ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების: მინი სპორტული მოედნის მოწყობას, სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონზე ბონდის ხიდის გაკეთებას, სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგებას, არსებული საბავშვო ბაღის შენობის გაფართოებასა და გაზიფიცირებას ითხოვენ.
შეხვედრაზე ასევე, საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს და სხვადასხვა მიმართულებების განვითარებაზეა ორიენტირებული.
აღნიშნულ სოფლებში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ცენტრალური და შიდა საუბნო გზები მოწესრიგდა და დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი. გარდა ამისა სოფელ ოფურჩხეთში, ერთ-ერთ მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდმა 133 940 ლარით დააფინანსა.
სამთავრობო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონის მასშტაბით მიმდინარე კვირაში გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.