გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება
25-08-2015, 02:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობაში სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებები იგეგმება. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ცვლილება საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს უკავშირდება, რომლის ადგილსაც სავარაუდოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოქმედი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.


რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელს, ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია ბიზნეს ომბუდსმენ გიორგი გახარიაზე.


გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო გადაადგილებები სექტემბრისთვის იგეგმება.


ორივე მინისტრი აღნიშნულ ინფორმაციის დადასტურებისგან თავს იკავებს. „ამ გადაწყვეტილებებს ღებულობს მთავრობის თავმჯდომარე. მე მგონი სჯობს, რომ მას მიმართოთ. არ არის სწორი ეს შეკითხვა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


რაც შეეხება თამარ ბერუჩაშვილს, როგორც ის აღნიშნავს, მისთვის აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ არის და ამის შესახებ თავადაც პრესიდან შეიტყო.


„ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის, ამიტომ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. როგორც ყველა სხვამ, მეც გავიგე პრესიდან“, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი