დედაქალაქში მცხოვრებ 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა
25-09-2019, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოჯახს ის საცხოვრებელი ფართები, რომელშიც წლებია ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა. 

 

 

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს ოჯახები წლების განმავლობაში ფართების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

 

 

„ბინების დაკანონების პროექტი დიდი ხნის წინ დავიწყეთ, საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. უკვე ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ და ამ ოჯახების სიხარული მიხარია. დღეს, 11 ოჯახს საცხოვრებელი ფართები  სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ აღნიშნულ ფართებში და მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით,  ბინები დაუკანონდება:

 

 

გელა ჭედიას N1-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

ომარ ხიზანიშვილის N67-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

დადიანის N2-ში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

კახეთის გზატკეცილი N36-ში მცხოვრებ ორ ოჯახს;

ავჭალა 1-ში, N27 სახლში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

კახეთის გზატკეცილის  N89-ში მცხოვრებ ორ ოჯახს;

წყნეთის გზატკეცილის N4 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს;

ენგურჰესის N3-ში მცხოვრებ ორ ოჯახს. 

 

 

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ბინების დაკანონების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ამ პროცესში რაიონული გამგეობები აქტიურად არიან ჩართულნი. 

 

 

„მინდა ამ ადამიანებს ბინების გადაცემა და დაკანონება მივულოცო. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ პროექტს გავაგრძელებთ, რადგან ასეთ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ოჯახია. მათ ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა და თანადგომა ექნებათ. რაიონული გამგეობები, გამგებლები ამ პროცესში  მაქსიმალურად არიან ჩართულნი. ვისაც გაქვთ ფართის დაკანონების სურვილი, გქონდეთ გამგეობებთან პირდაპირი კომუნიკაცია. მიაწოდეთ მათ საჭირო ინფორმაცია და ამას მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი