ეკა ბესელია: „უხერხულია, რომ მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება“
25-09-2019, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უხერხულია, რომ მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადების საპასუხოდ.

 

 

ბესელიამ ცქიტიშვილს ურჩია, რომ პრემიერთან შევიდეს და ჰკითხოს, ეს საქმე გამოძიებულია თუ არა.

 

 

„ძალიან სასაცილოა იმის თქმა, რომ ახლა გამოიძიებს პროკურატურა. რვა თვეზე მეტი გავიდა, რაც ორჯერ გავრცელდა უკანონო ფარული ჩანაწერები ჩემთან დაკავშირებით, დღემდე არაა გამოძიებული ეს საქმე. მაია ცქიტიშვილს პრემიერმა ან ვინმემ ყურში მაინც ჩასჩურჩულოს და უთხრას, რომ ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს, თითქოს საქმე გახსნილია. მიუხედავად საჯარო დაპირებისა, არაა გამოძიებული ეს საქმე. თურმე დღემდე ვერ დაადგინეს ის ადამიანი, ვინც პირველმა განიზრახა და რატომ განიზრახა ამის გაკეთება. პასუხისგებაში შერჩევით მისცეს ახალგაზრდები, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ ჩაერთნენ ამ უკანონო ჩანაწერის ნახვაში, თუმცა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, დღემდე პროკურატურას არ გამოუძიებია.

 

 

ვურჩევ მათ, დაადგინონ ის, რაც უკვე გაცხადებულია, რაზეც მე თავად ვისაუბრე. გამოიძიონ ინგა გრიგოლიას ფაქტი, ეკა მიშველაძის, სადაც ადამიანები თავად საუბრობენ ამ თემებზე. ის, ვინც ვერ ბედავს, რომ ისაუბროს და მე ჩუმად მელაპარაკება, თუ ეს ადამიანები გაბედავენ, ამაზე თავად ისაუბრონ, მე ამას შემდეგ დავადასტურებ. რვა თვეზე მეტია, ველოდები და ვერ გამოიძიეს ის საქმე, სადაც ყველაფერი ხელის გულზე იყო. თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას და არასერიოზულობას. კეთილი ინებოს და ყველა უწყებამ თავის საქმეს მიხედოს. პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა გააკეთოს, ჩახედოს დეპუტატის უფლებებს.

 

 

ვინმემ ურჩიოს მაია ცქიტიშვილს, რომ ამ თემაზე არ ილაპარაკოს ან სისულელე არ ილაპარაკოს. სიბრიყვეა, უხერხულია, ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება. არ არის ეს საქმე გახსნილი. შედით პრემიერთან და გეტყვით, რომ ვერ გახსნეს ან არ გახსნეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი