მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და გაძლიერდეს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა ლარის გაუფასურების ტენდენციაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, ასევე საჭიროა ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება, რის მიღწევასაც, პრეზიდენტის მრჩევლის აზრით, ხელს მნიშვნელოვნად სწორედ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული მუშაობა შეუწყობს.
"არსებულ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაძლიერდეს კოორდინირებული მუშაობა საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის. ვფიქრობ, გამოინახება გზები, რომ ლარის კურსის მერყეობა, ერთი მხრივ, გონივრული, საბაზრო მექანიზმებით იქნას შეჩერებული, მეორე მხრივ კი, მოხდეს მნიშვნელოვანი დანაკარგების თავიდან აცილება. საჭიროა ნეგატიური მოლოდინების განეიტრალებაც, ამის მიღწევას კი მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული მუშაობა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობა როგორც აუცილებელი ქმედებების შეთანხმებულად განხორციელებას, ისე კოორდინირებული განცხადებების გაკეთებას გულისხმობს.
"ვფიქრობ, მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის შედეგად გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ბაზარზე ნეგატიური მოლოდინების განეიტრალებას. ამავდროულად, საჭროა, რომ კოორდინაცია მუდმივ რეჟიმში შენარჩუნდეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ მოკლევადიანი, არამედ საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური პროგნოზირების გაუმჯობესებას, ეს კი მომავალში მსგავსი ტიპის რყევების ალბათობას მნიშვნელოვნად შეამცირებს", - აღნიშნა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.