„ინაშვილი-კრამერის დაპირისპირებაზე ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა“ - ლევან ვასაძე
25-09-2019, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


მე მგონი, ნებისმიერი უცხოელის წინაშე ჩვენი მონობა და სიფარჩაკე სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა, სირცხვილია, - განაცხადა ლევან ვასაძემ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

 

 

მან საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როცა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ღონისძიებაზე დასწრებასა და სიტყვით გამოსვლას ითხოვდა.

 

 

„მერილ სტრიპისა და დასტინ ჰოფმანის საოჯახო დრამა, „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დაშორებისა და ერთადერთი შვილის ვერგაყოფის გამო სასამართლო პროცესით, მახსენდებოდა, როცა ვუცქერდი ირმა ინაშვილზე გაწეულ კრამერს. აქაც „კრამერ პროწივ კრამერა“ გამოვიდა, რადგან ამ მეათეხარისხოვანმა ნაჩინოვნიკარმა მხოლოდ თავის თავსა და სამწუხაროდ, თავისივე ქვეყნის იმიჯს დაუშავა საქართველოში, თავისი უმსგავსო საქციელით. მისი საქციელის კომენტირებას არ დავიწყებ, მე მგონი, ამ დღეებში უკვე საკმარისად ითქვა ჩვენი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ იქ დამსწრე ქართველი მამაკაცების, თუ „ნაც-ქოცების“ საქციელი ნამდვილად მინდა, ცოტა განვიხილო. ყველა ჩემმა უცხოელმა ნაცნობმა, ვინც ამ მასხარას კადრები ნახა, მომწერა, რა გჭირთ ქართველებსო. ქართველმა ებრაელმა მეგობარმა, ისრაელში ვინმე ჩვენს დეპუტატს რომ ვინმე უცხოელმა ასეთი რამე აკადროს, პანღურებით გამოვაგდებთო. არაბმა შემახსენა, როგორ ესროლეს თვით ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს თავში ფეხსაცმელი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის და როგორ ჩაჯდა სიამოვნებით ამის მაქნისი არაბი ჟურნალისტი ციხეში, როგორ გახდა ის ეროვნული გმირი ერაყში და როგორ დაუდგეს ამის გამო მშობლიურ ქალაქში ძეგლი. ფრანგმა მეგობარმა თავზე ხელშემორტყმული ადამიანის „სტიკერები“ გამომიგზავნა ტელეფონით, იგივე ქნა ინგლისელმა ლორდმა მეგობარმა, რუსმა მეგობარმა კი მკითხა, კაცები აღარ დაგრჩათ პოლიტიკურ პარტიებშიო? მე მგონი, ნებისმიერი უცხოელის წინაშე ჩვენი მონობა და სიფარჩაკე სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა, რა, სირცხვილია. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ ქვეყანაში ყველაზე უსირცხვილო ხალხის მიერ ინსპირირებულ უვადო აქციას „სირცხვილია“ ჰქვია. ეს კი ნამდვილად სირცხვილია. ყველაფერი ყირაზე გვიდგას“, - განაცხადა ვასაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი