ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ხე-ტყის ტრანსპორტირების, ინერტული მასალების მოპოვების და ტყეკაფის გამოყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ბესიკ მაქაცარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ლევან ჩილაგავა ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.