სალომე ზურაბიშვილი: ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს, თუ შიგნიდან დავსუსტდებით, ერთმანეთს დავუწყებთ ბრძოლას, ეს გახლავთ ჩემი მოწოდება ქართველების და არა მხოლოდ ქართველების მისამართით
25-09-2019, 21:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს, თუკი შიგნიდან დავსუსტდებით, დავიქსაქსებით და ერთმანეთს დავუწყებთ ბრძოლას, ეს გახლავთ ჩემი მოწოდება ქართველების და არა მხოლოდ ქართველების მისამართით, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას.

 

 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მშვიდობას არა მხოლოდ ომი ემუქრება, მას აგრეთვე სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის შიდა საფრთხე, რომელიც მზარდ ზემოქმედებას ახდენს სახელმწიფოებსა და საზოგადოებებზე: პოლარიზაცია, სამოქალაქო ღირებულებების გაუფასურება და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა, ზიზღის შემცველი გამონათქვამები, ყალბი ინფორმაცია, კონსპირაციის თეორიები.

 

 

„ყოველივე ეს ქმნის შავ ხვრელს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების სტრუქტურასა და დემოკრატიის საფუძვლებს. პასუხი ჩვენს წინ არის: უნდა გადავსინჯოთ ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: ტოლერანტობა მათ შორის უმნიშვნელოვანესია; პლურალიზმი მხოლოდ ცარიელი სიტყვაა, თუ მასში არ იგულისხმება პატივისცემა სხვათა აზრის მიმართ. საქართველო, რომელიც რელიგიური, ეთნიკური და კულტურული ტოლერანტობისა და ღიაობის საუკუნოვან მაგალითს წარმოადგენს, შეიძლება იმ ბრძოლის ავანგარდში მოექცეს, რომელშიც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. საერთაშორისო საზოგადოებრიობა თავისუფალი მოქალაქეებისა და ჯანსაღი საზოგადოებისგან შედგება. ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს, თუკი შიგნიდან დავსუსტდებით, დავიქსაქსებით და ერთმანეთს დავუწყებთ ბრძოლას. ეს გახლავთ ჩემი მოწოდება ქართველების და არა მხოლოდ ქართველების მისამართით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

1tv.ge

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი